გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 31 მოქალაქე საჩხერის კარანტინში რჩება

28-02-2020

ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს 31 მოქალაქე ამ დრომდე საჩხერეში კარანტინში რჩება. სამმა მოქალაქემ სასტუმრო ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის საფუძველზე უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. მათ წასვლის სურვილი მოქალაქეებმა თავად გამოთქვეს.

საჩხერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე დარჩენილი პირების მდგომარეობა კი კვლავ დამაკმაყოფილებელია, არცერთ მათგანს ამ დრომდე ვირუსის ნიშნები არ გამოვლენიათ.

"ამ დროისთვის, ჩვენთან სასტუმროში მყოფი სტუმრების მდგომარეობა სტაბილურია. რაიმე საეჭვო სიმპტომები არ გამოუვლინდათ. სამმა სტუმარმა დატოვა სასტუმრო ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან შეთანხმებით,“ - განაცხადა სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა,  მაია ხელაძემ. 

რუსთავი2