| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
29-02-2020
” რეგიონული კვირა ” ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტირებულ გორელ გოგონას დაუკავშირდა. როგორც ახალგაზრდა გოგონამ ჩვენთან საუბარში განაცხადა, მას ამ დროისთვის, ჩაუტარდა ყველა საჭირო ანალი, საბოლოო პასუხი კი ხვალ დილის 10 საათისთვის იქნება ცნობილი.
” ვიმყოფებოდი იტალიაში სამოგზაუროთ. იქვე შევნიშნე რომ მქონდა სურდო. აეროპორტში შემამოწმეს დეტალურად თუმცა იმ დროისთვის, არაფერი არ დამიფიქსირდა. სახლში რომ დავბრუნდი დამეწყო ციება, სურდო გამიძლიერდა . გამოვიძახე სასწრაფო და ავუხსენი ჩემი მდგომარეობის შესახებ . სასწრაფოდ გადმომიყვანეს ინფექციურში , სადაც მომათავსეს. ზუსტი პასუხი ხვალ გვეცოდინება დილის 10 საათისთვის. თავს კარგად ვგრძნობ . უბრალოდ გულის ცემა მაქვს გახშირებული და წნევები , ალბათ ემოციური ფონიდან გამომდინარე. ჩემთან ერთად იმყოფებიან კიდევ ორი გოგონა რომლებიც ასევე იყვნენ ჩემთან ერთად მოგზაურობაში”,- განაცხადა ახალგაზრდა გოგონამ.