გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

29-02-2020

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, დაშავებულს გულ-მკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება.

მისივე განცხადებით, მამაკაცს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

“შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული და გადაყვანილია საოპერაციოდ,”- განაცხადა სულხან ორჟონიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

კვირა