გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პატრიარქის ქადაგება კორონავირუსზე: მქონდა ხილვა, მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას

1-03-2020

სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვების აღვლენის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს მიმართა.

პატიარქმა აღნიშნა, რომ მას მოსალოდნელ რთულ მდგომარეობაზე ხილვა ჰქონდა. მისივე თქმით, ამავე ხილვის თანახმად ღვთისა და ჯვრის ძალით კორონავირუსის დამრცხება შესაძლებელი იქნება.

"მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი, მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა საქართველოს ეკლესიის სახელით მედიცინის მუშაკებს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისათვის", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

pia