| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
3-03-2020
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება - ამის შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს. ახლად რეაბილიტირებულ ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად 9 წლამდე ასაკის ბავშვების გარდა, ყველას სხვადასხვა რაოდენობის თანხის გადახდა მოუწევს.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ტერიტორიაზე შესვლა ორი ლარი იქნება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი - 5 ლარი. ამასთან, იმოქმედებს სხვადასხვა მრავალჯერადი ტარიფი.
გარდა ამისა, ბაღში კემპინგის, პარკინგის, სადღესასწაულო თუ სამუშაო სივრცედ გამოყენებად ფასიანი იქნება. ტარიფები, რომელიც სპეციალურმა კომისიამ დაადგინა, 9 მარტს ამოქმედდება. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, დაახლოებით, ორი წელი მიმდინარეობდა და მისთვის 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ასევე, ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად გამოიყენება მრავალჯერადი აბონიმენტიც, რომელთა ტარიფებიც საქართველოს მოქალაქეებისთვისა და უცხოელებისთვის განსხვავებულია.