გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ იანვარში 89 892 ლარის დაფინანსება გასცა

6-02-2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 89 892 ლარის დაფინანსება გასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტმა თანადგომა გაუწია 367 ბენეფიციარს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას განმარტებით, 50 030 ლარი 112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 81 ბენეფიციარი 14 812 ლარით დაფინანსდა. მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა.

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს, მერიის დახმარებას როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარების, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებისთვის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"