გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თამარ მახარობლიძე: მინისტრ ტიკარაძის საქმიანობამ დადებითი შეფასება დაიმსახურა ყველას მხრიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე გაცილებით ძლიერები არიან

5-03-2020

მინისტრ ტიკარაძის საქმიანობამ დადებითი შეფასება დაიმსახურა ყველას მხრიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე გაცილებით ძლიერები არიან,- ამის შესახებ იურისტი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.


,,საფრანგეთის ელჩი დადებითად აფასებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებს საქართველოში. რამდენიმე დღის წინ იგივე აღნიშნა ჩინეთის ელჩმა. გამოყოფილია საკმარისი საკარანტირე სივრცეები და ყველაფერი კეთდება ვირუსის მკურნალობისთვის თუ პრევენციისთვის. სამედიცინო ქსელი სრულ მზადყოფნაშია. ყოველივე ეს კი, მინისტრის მიერ ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ დროულად შექმნილი სტრატეგიის შედეგია. მისმა საქმიანობამ დადებითი შეფასება დაიმსახურა ყველას მხრიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ეკონომიკურად საქართველოზე გაცილებით ძლიერია. საერთაშორისო აღიარება მინისტრის მიერ შემუშავებული ეფექტური პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის ნათელი დადასტურებაა”,- აცხადებს თამარ მახარობლიძე