გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამას აცხადებს

5-03-2020

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად სპეციალურ პროგრამას აცხადებს. სადაზღვევო კომპანია პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად წარადგენს.

ჯიპიაი ჰოლდინგი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხვალ პრესკონფერენციას გამართავენ. კომპანიები, რომლების დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი ქალია სადაზღვევო კომპანიისგან სპეციალურ პროგრამაში ჩაერთვებიან. პროექტი განსაკუთრებულ შეთავაზებას და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მოიაზრებს.

პრეს-კონფერენციას წარუძღვებიან: პაატა ლომაძე - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი; ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში.

ღონისძიება 11:00 საათზე გაიმართება.