გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებები ტარდება

5-03-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება. მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საჯარო სკოლები სპეციალური ხსნარით მუშავდება.


ასევე, დეზინფექცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებს. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.