გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, ჯერ ქვეყანაში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა არ გვქონია

6-03-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მისი თქმით, 5 პირი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, იტალიაში მოგზაურობდნენ.

„ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც იმყოფებოდა იტალიაში, ერთად მოგზაურობნენ, ეს არის შემოტანილი შემთხვევა. საბედნიეროდ, ჯერ ქვეყანაში ადგილობრივი გადაცემის შემთხვევა არ გვქონია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.  

ცნობისთვის,ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 9  შემთხვევაა დაფიქსირებული. 

pia