გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

6-03-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პრევენციული ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.


სპეციალური ხსნარით დამუშავდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი კოლეჯის „ოპიზარის“, სათნოების სახლის, ახალციხის კულტურის სახლის, ქალაქის ცენტრალური და რაბათის ბიბლიოთეკების შენობები. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა რეკრეაციულ ზონებს - ცენტრალური პარკსა და ქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა სკვერს, ასევე, ახალციხის ციხისა და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიებს.


დღეს, სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სამხატვრო, მუსიკალურ და სასპორტო სკოლებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და  სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პრევენციულ ღონისძიებებს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ, რომელსაც კოორდინაციას და მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური და ა(ა)იპ „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური“ უწევენ.