გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

იტალიიდან ჩამოფრენილი თელაველი ქალი, რომელიც რამდენიმე კვირიან თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო თელავის სილამაზის სალონიდან გააგდეს

7-03-2020

იტალიიდან ჩამოფრენილ მოქალაქეს, რომელსაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს მიცემული, თელავში, ერთ- ერთი კოსმეტიკური სალონი იძულებით დაატოვებინეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალბატონი სალონში თმის შესაჭრელად მივიდა, დაწესებულების თანამშრომლებმა კი ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს მიაწოდეს.

,, ქალბატონი თმის შესაჭრელად იმყოფებოდა და ყვებოდა, რომ საქართველოში იმავე რეისით დაბრუნდა, რომლითაც ახალი კორონა ვისრუსით დაავადებული 44 წლის მამაკაცი ჩამოვიდა”, – აცხადებენ თვითმხილველები.

აღნიშნულ ფაქტზე მოქალაქეებმა ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ ცენტრსაც მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა.

,,აღნიშნული ქალბატონი საქართველოში 1 მარტს დაბრუნდა. მას მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, თუმცა ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამ მოქალაქისა და კიდევ დამატებით რამდენიმეს შესახებ, რომ ისინი არღვევენ თვითიზოლაციის რეჟიმს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, მათ ოჯახებში პოლიციის თანხლებით მიაკითხეს. თუ ისინი რეჟიმის დარღვევას გააგრძელებენ, იძულებული ვიქნებით, კარანტინში გადავიყვანოთ”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

itar.ge