გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სროლა საოკუპაციო ზოლთან

9-03-2020

სროლა ენგურის ხიდზე - გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთიდან კონტრაბანდისტული სიგარეტის შემომტანმა დაჯგუფებამ, საოკუპაციო ზოლზე ფინანსური პოლიცია შენიშნა, და ჰაერში გაისროლა.


ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.


მათივე ცნობით, კონტრაბანდისტები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მათი დაკავება პოლიციამ ვერ მოახერხა.


„მთავარი არხის“ ინფორმაციით, კონტრაბანდისტული სიგარეტი აფხაზეთიდან ფეხით გადმოსასვლელებიდან შემოაქვთ და ზუგდიდში ყიდიან.


მდინარე ენგურის 184 კილომეტრიან საოკუპაციო ზოლს პოლიციის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომლები აკონტროლებენ.