გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სოფელ ჭანიეთში ახალი სკოლის მშენებლობაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება

6-02-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი  საჯარო სკოლა შენდება. მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს. სამშენებლო სამშაოებს კომპანია „კაპიტალ კონტრაქსშენი“ ახორციელებს. 90 ბავშვზე გათვლილი ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება.   პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს.

სკოლის  სამშენებლო სამუშაოებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია გაეცნო. 

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ლელა იმედაშვილ. 

 ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა 3 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.