გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ფოთის თეატრში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

6-02-2018

ფოთის თეატრში ჭერის ფრაგმენტი  ჩამოინგრა.  თეატრის დირექტორის თენგიზ სუხიას თქმით,  შემთხვევის დროს თეატრში არავინ იმყოფებოდა და შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

„სამუშაო საათებში რომ არ მოხდა გადავრჩით. თეატრი რა მდგომარეობაშია, ვიზუალურადაც ჩანს“- განაცხადა თენგიზ სუხიამ.

აღსანიშნავია, რომ ამავე თეატრში ადრე ლიფტი ჩავარდა და მაშინ ერთი ადამიანი დაშავდა. 


ფოთის თეატრში ყველა სახის ღონისძიება და სპექტაკლები მანამდე შეჩერდება, ვიდრე შენობას რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება და უსაფრთხოების ნორმები სრულად არ იქნება დაცული.


შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის შენობა 2014 წელს გაიხსნა და იგი უკვე ავარიულია.