გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საქართველოში კორონავირუსის შიდა გავრცელება არ არის

10-03-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება არ არის. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ეს არც მოხდება.

"ეს არა არის შიდა გავრცელება, ამას ჰქვია პირველი გერენაცია. ანუ ეს ნიშნავს, რომ შემოტანილი შემთხვევებისგან დაფიქსირდა რა,მდენიმე შემთხვევა. შემოსული პაციენტიდან გავრცელდა სხვა ადამიანზე. ამით არ მთვარდება, ამას უნდა მოჰყვეს მეორე, მესამე და მეოთხე გენერაცია და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ შიდა გავრცელებაზე. იმედი გვაქვს, რომ პირველი გენერაცია იქნება სრულიად საკმარისი და ალბათ, აღარ იქნება მეორე გენერაციაზე საუბარი თუ დაავადებათა კონტროლისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურები ასეთ კოორდინირებულ მუშაობას გააგრძელებენ",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ჯამში 15 ადამიანია ინფიცირებული.

pia