გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„იმერეთი - 4 მაჟორიტარი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი - 1...“ - მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად

10-03-2020

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, თუ როგორ გადანაწილდება მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად.


კობახიძის თქმით, 1 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ: გურიას, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთს და მცხეთა-მთიანეთს.


2 მაჟორიტარი დეპუტატით პარლამეტში იქნება წარმოდგენილი შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.


3 მაჟორიტარი ეყოლებათ სამეგრელოს, აჭარას, კახეთს და ქვემო ქართლს.


4 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება იმერეთის რეგიონს, ხოლო 7 მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი დედაქალაქი - თბილისი.


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შეთანხმების მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციული სიით პარლამეტში შესული დეპუტატი ეყოლება საქართველოს პარლამენტს, ასევე არჩევნებზე 40% მქონე პარტიას ექნება უფლება დააკომპლექტოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ბარიერი 1% იქნება.