გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ოზურგეთში იტალიიდან ჩასულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ქუჩაში სეირნობდა

10-03-2020

ოზურგეთში იტალიიდან ჩასულმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია. მის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებილი არიან პოლიცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები.


როგორც ცენტრში განმარტეს, შევიდა შეტყობინება, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ქალი ქუჩაში სეირნობდა.


„არც ქალი უარყოფს ფაქტის. ის გვიან ღამით ქუჩაში სასეირნოდ გასულა. არ ყოფილა თავშეყრის ადგილებში. ეს ქალბატონი იტალიიდან მარტში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ჯანმრთელია. სავარაუდოდ კარანტინში გადავიყვანთ“, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაია ქუტიძემ.


imedinews.ge