გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა

12-03-2020

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტის დამუშავება სპეციალური სითხეებით. ამჯერად სადეზინფექციო-პროფილაქტიკური სამუშაოები „სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩატარდა.


სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია გაეცნენ.


შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და სურსათის ეროვნული სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკური და საკადრო რესურსით კოორდინირებულად ახორციელებენ.


ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები და სხვადასხვა ინვენტარი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სპეციალური სითხით მუშავდება.