გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

არჩილ ჯაფარიძე ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს მადლობას უხდის

12-03-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხში ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მხარის რწმუნებული, არჩილ ჯაფარიძე ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს მადლობას უხდის.


„სამი დღე- ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 150 მეხანძრე-მაშველი, ადგილზე შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობდა, ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, უწყვეტ რეჟიმში მორიგეობდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, უზრუნველყო ხანძრის ლიკვიდირება და ჩვენი მოსახლეობისთვის საფრთხის არიდება“, - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე.