გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თეა წულუკიანი: კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა

12-03-2020

"კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.


მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ქვეყნებს შორის, საქართველო არის პირველი ქვეყანა.


წულუკიანის თქმით, კანონის უზენაესობის მსოფლიო ანგარიში აჩვენებს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა.


„საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში არის პირველ ადგილზე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, სისხლის სამართლის საუკეთესო სისტემის ნაწილში ამ ქვეყნებს შორის, როგორც პირველი ქვეყანა, ასევე ღია მმართველობისა და ღია მთავრობის ნაწილში. საქართველო აქაც არის პირველ ადგილზე. ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ქვეყნებს შორის, საქართველო არის პირველი ქვეყანა. ეს არის თვითიმედოვნებისა და თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებს, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა ეს ადგილი შევინარჩუნოთ და არამც თუ უკან სვლა არ გვქონდეს, არ გვქონდეს ერთ ადგილზე გაჩერება. ჩვენ მუდმივად უნდა ვიაროთ წინ“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.