გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს და ელიჩს უმასპინძლეს

5-02-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა თანამდებობის პირებმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის მთავარ კომისარს დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანს, სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს და სხვა ოფიციალურ პირებს უმასპინძლეს.


კომისარმა წარმოადგინა სომხეთ-დიასპორა ურთიერთობების ახალ ფორმატში განხილვის პერსპექტივა, შემდეგ კი გააგრძელა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში, დასმული იქნა სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებული კითხვები, რომლებსაც უპასუხეს ზარეჰ სინანიანმა და რუბენ სადოიანმა.


სინანიანის თქმით, ასეთი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.