გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარტვილში ორი უკანონო სახერხი გამოავლინეს

13-03-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის   მუნიციპალიტეტში,  ორი დაურეგისტრირებელი  სახერხი საამქრო გამოავლინეს.


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ სალხინოში ლენტური ტიპის,  სოფელ თამაკონში კი, ცირკული ტიპის უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს.  საამქროების მიმდებარედ, მოქალაქეებს, ჯამში, 200 ერთეულზე მეტი წიფლისა და ფიჭვის სახეობის ფიცარი ჰქონდათ განთავსებული.


ორივე საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.