გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ვახუშტი მენაბდე: ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის 5 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა და მასში ყველა იმ ცუდ იდეას მოუყარა თავი რაც კი ამ თემაზე დისკუსიისას მსმენია და კიდევ სხვებიც დაუმატა

13-03-2020

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის 5 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა და მასში ყველა ცუდ იდეას მოუყარა თავი.


„ოპოზიციამ მართლმსაჯულების რეფორმის 5 პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა და მასში ყველა იმ ცუდ იდეას მოუყარა თავი რაც კი ამ თემაზე დისკუსიისას მსმენია და კიდევ სხვებიც დაუმატა.


არც უცხოელი მოსამართლეები, არც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილელების ჩვენთვის სავალდებულოდ აღიარება გამოსავალი არ არის თუ თავად ჩვენში ვერ ვიპოვეთ სამართლიანობის განცდა.


არც საკონსტიტუციოს გაუქმება და ნაფიცი მსაჯულების ხელაღებით შემოყვანა უშველის დანგრეულ სასამართლო სისტემას.


ვინც გვმართავს იმათ ხომ აგვაშენეს და ვისაც ჩვენი მართვა უნდა ისინიც არ გვიპირებენ რამე სანუგეშოს“, - წერს “ფეისბუქზე“ მენაბდე.