გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ჰაერში ომის სუნი დგას, შეაჩერეთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც კატასტროფამდე მივყავართ"- გორბაჩოვი

13-03-2020

"ჰაერში ომის სუნი დგას" - ეს განცხადება მიხეილ გორბაჩოვმა "ნოვაია გაზეტა"-სთან ინტერვიუში გააკეთა. საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა და სამხედრო მოქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდა.

"შეაჩერეთ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც კატასტროფამდე მივყავართ - ეს არის ის პასუხისმგებლობა, რაც თქვენ ხალხს უნდა აჩვენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა მთელი მსოფლიო ერთი საშიში საფრთხის, კორონავირუსის პანდემიის წინაშე დგას" - აღნიშნა გორბაჩოვმა.

ინტერვიუში გორბაჩოვმა ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების მოსკოვში ვიზიტზე უარის თქმაზეც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, მსოფლიო ლიდერებს დაძაბული ვითარების განმუხტვაში დაეხმარებოდათ.

rustavi2