გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მარინა ეზუგბაია: ეს იქნება პირველი პაციენტი საქართველოში, რომელიც გამოჯანმრთელდა

14-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია პირველად დაუდასტურა, დღეს კლინიკურად ჯანმრთელია, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით, მას ანალიზი კიდევ უნდა ჩაუტარდეს.

"პაციენტთან ტესტირება განმეორდა და პასუხი უარყოფითი იყო. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ პროტოკოლურად, სტანდარტის მიხედვით აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და თუ კვლავ უარყოფით პასუხს მივიღებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტისტულად გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი საქართველოში, რომელიც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის თბილისში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, კარანტინის რეჟიმში 314 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარული დაკვირვების ქვეშ 63 პირი რჩება.