გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

KTW ჯგუფი მზადაა„ახაშენი ღვინის კურორტი & სპა“ სახელმწიფოს დროებით საკარანტინო ზონად დაუთმოს

14-03-2020

KTW ჯგუფი სრული პასუხისმგებლობით იზიარებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სურს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადოს სახელმწიფოს კორონავირუსთან (COVID 19) ბრძოლის მიმართულებით.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა პრობლემატური იყოს ქვეყანაში საკარანტინო ზონების მობილიზება. ეს პრობლემა მწვავედ დგას კონკრეტულად კახეთის რეგიონშიც. შესაბამისად, KTW ჯგუფი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს სასტუმრო-კომპლექსი “Akhasheni Wine Resort& spa”, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს, დროებით სრულად დაუთმოს სახელმწიფოს, საკარანტინო ზონად გამოსაყენებლად.

სასტუმრო „Akhasheni Wine Resort&Spa”, მოიცავს 41 სასტუმრო ნომერს, მათ შორის ადაპტირებულ ნომრებს შშმ პირებისთვის. შესაბამისად, ამ ლოკაციაზე კომფორტული საკარანტინო ზონის მოწყობაა შესაძლებელი.

KTW ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ ჩვენი სახელმწიფო და ზოგადად მსოფლიო მოკლე დროშიშეძლებენ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებას და სულ მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.