გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქალი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოში ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა

16-03-2020

ქალი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში 12 მარტს, ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა. ის ერთ-ერთია  ბოლო სამი შემთხვევიდან, რომელიც საქართველოში გუშინ გამოვლინდა. 

აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ადასტურებენ. მათი განმარტებით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრებთან, ან სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია.

ყურადღება გამახვილდა აჭარაში თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევებზეც. მთავრობის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

რუსთავი2