გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს

16-03-2020

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს და 1 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

"კიდევ ერთხელ შეფასდება არსებული სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი ალბათ, დღეს დატოვებს კლინიკას, რის შემდეგაც 1 კვირის განმავლობაში აუცილებლად გადავა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 167 293 ადამიანს შეადგენს, დაღუპულია 6 455, ხოლო 76 588 პაციენტი გამოჯანმრთლდა.

საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

pia