გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან

16-03-2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება.

„დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია იმიტომ, რომ ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და 5 პაციენტი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არცერთი არ არის,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხ ტურისტებს, რომლებიც გუდაურში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კვირა