გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

8-02-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
 
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ღრმა მწუხარებას გამოხატავს აფხაზეთის ომის ვეტერანის, თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის გამო.


დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ნოდარ გუგეშაშვილი 2015-2016 წლებში გახლდათ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი"-ნათქვამია განცხადებაში.