გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი მანაგაძე: ნამდვილად აღნიშვნის ღირსია რომ ქართული ხელისუფლება ამ მძიმე სიტუაციაში ღირსეულად გამოიყურება

18-03-2020

"ისეთ სიტუაციაში ვარ რომ შემიძლია შევადარო სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები როგორ უძღვებიან კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს"-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ირაკლი მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვურთიერთობ ბრიტანელებთან რომლებიც ჩემსავით ყოველდღიურად ელოდებიან რას გვეტყვის და მოიმოქმედებს ბრიტანეთის მთავრობა ამ რთულ დროს. ძალიან მიხარია რომ ვისთანაც აქ ვურთიერთობ შემიძლია მოვუყვე როგორ მობილიზებულად ცდილობს ამ გამოწვევას გაუმკლავდეს საქართველო და მისი ხელისუფლება. ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ უნდა ვიტრაბახოთ რომ ჩვენ რა მაგრები ვართ და ვიღაცა ჩვენზე უარესად უძღვება კრიზისს. ეს არ არის სპორტი და შეჯიბრი, მაგრამ ნამდვილად აღნიშვნის ღირსია რომ ქართული ხელისუფლება ამ მძიმე სიტუაციაში ღირსეულად გამოიყურება და იმედი მაქვს რომ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ"-წერს ირაკლი მანაგაძე.