გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კალაძე მოსახლეობას: დარჩით სახლში

18-03-2020

თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საკითხზე მოსახლოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მერის თქმით, ამ ეტაპზე, სახლში დარჩენა მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით Covid 19 -ის გამო სახლში. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელიც გუშინ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.  რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა აქვთ, მათ მომსახურებას თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფს", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

pia