გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რუსთავის სკოლაში 8 მოსწავლე მოიწამლა

8-02-2018

რუსთავის №16 საჯარო სკოლაში 8 მოზარდი ცუდად გახდა.
მეშვიდე კლასის მოსწავლეები, სავარაუდოდ, წყლისგან მოიწამლნენ.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეებმა წყალი სკოლის ტერიტორიაზე მიიღეს, რის შემდეგაც მუცლის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება აღენიშნებოდათ.

"მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დალიეს ონკანიდან წყალი და შემდგომ სიმპტომები ჰქონდათ მუცლის ტკივილის, თავბრუსხვევის, გულის რევის. გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფომ არ ჩათვალა საჭიროდ მათი სტაციონარში გადაყვანა, მშობლების თანდასწრებით  გასინჯეს და სახლში წავიდნენ" - აღნიშნა №16 სკოლის დირექტორმა ირინა მელქაძე-გელაშვილმა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული. ამ დროისთვის კომპანია "რუსთავის წყალი" სკოლაში წყლის სინჯებს იღებს.

"ინფორუსთავი"