გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პაატა ბურჭულაძის შვილი აცხადებს, რომ მისი ოფისის თანამშრომელმა კორონოვირუსზე რამდენიმე ცრუ შეტყობინება ხუმრობით გააგზავნა – მაუწყებელი

19-03-2020

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ცრუ შეტყობინება რამდენიმე მეგობართან ხუმრობით გაგზავნა. ინფორმაციას მაუწყებელი ავრცელებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მის ოფისში განუცხადა, სადაც ამ დროისთვის ჩხრეკა მიმდინარეობს.

ჩხრეკა კორონავირუსის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

„ჩემი ინფორმაციით, არავინ არ არის დაკავებული. გუშინ, როდესაც მოხდა მთავრობისგან საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, ამავდროულად რომელიღაცა სხვა კომპანიიდან დაიგზავნა გარკვეული რაოდენობის  ცრუ მესიჯები. დაემთხვა ისე, მთავრობის შეტყობინებების დაგზანის შემდგომ, ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“,- აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები