გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი ჩიქოვანი: საჯარო და კერძო სექტორებს დაევალათ, რომ სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდონ

19-03-2020

საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, - - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, დამსაქმებლებმა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს, სამუშაო ადგილებზე გამოცხადება.

„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც გადაადგილება მოუწევთ იმისათვის, რომ გამოცხადდნენ სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, რომ მათაც მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.