გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად ათასი ტესტი გამოუყო

20-03-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად ათასი ტესტი გამოუყო. მისივე თქმით, ტესტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეასთანაც.
ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
"ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება უკვე საქართველოში და ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმებით მოხდება იმ პიროვნებების სწრაფი ტესტირება, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე, წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს," - განაცხადა ტიკარაძემ.