გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინონ

20-03-2020

პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დამატებით განსაზღვრული ახალი გეგმები, ახალი სტიმულირების პაკეტის შემუშავება ბიზნეს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ.

„პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში. დამატებით უნდა განისაზღვროს ახალი გეგმები და ახალი სტიმულირების პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გაუმკლავდნენ კორონავირუსის გამოწვევას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.