გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

„ახალციხის სათნოების სახლით“ მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდება დაიწყო

20-03-2020

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით ახალი წესი ამოქმედდა ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლში“. უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს ადგილზე კვების ნაცვლად, კუთვნილი ულუფა სპეციალური კონტეინერებით მიეწოდებათ.

უფასო სასადილოს მარტოხელა ბენეფიციარებისთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდება დღეიდან დაიწყო.

 

 

 

„სათნოების სახლს“ 190 ბენეფიციარი ჰყავს, საიდანაც 31 ბენეფიციარი 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცია. მათთვის კუთვნილი საკვების ბინაზე მიწოდებას მერიის თანამშრომლები და მოხალისეების ჯგუფი ყოველდღიურად უზრუნველყოფს.