გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარდაბნის საკრებულოს წევრი გივი ძმანაშვილი დააკავეს

9-02-2018

სამართალდამცველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი ძმანაშვილი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

გივი ძმანაშვილი გარდაბნის საკრებულოს წევრი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა. ის „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრად 2014 წელსაც აირჩიეს. 2014-2017 წლებში ძამაშვილი გარდაბნის საკრებულოში სოფელ თელეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

გივი ძმანაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

reginfo.ge