გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ივანე მაჭავარიანი: ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება

20-03-2020

ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ყოველდღიური, აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში.

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც არა მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არამედ სხვა დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი, აზიის განცითარების ბანკი ერთობლივად წარადგენენ პაკეტს.

აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად. მე დღეს ციფრს პირდაპირ ვერ დავასახელებ, თუმცა ეს საკმაოდ სოლიდური დახმარება იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.