გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: პრემიერმა დროულად მიიღო გადაწყვეტილება

21-03-2020

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება დროული იყო:

„ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. პრემიერ-მინისტრმა, ჩემი აზრით, დროულად მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. მესმის, რომ ეს რეჟიმი აქამდე არ იყო შემოღებული და ესეც განპირობებული იყო იმ სიტუაციით, რაც იყო აქამდე კორონავირუსის გავრცელების მხრივ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაქსიმალურად დაცვა. დაწრმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის! ღმერთო, გადაარჩინე საქართველო!“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აუწყა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.