გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ვლადიმერ ბოჟაძე: მართალია, იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს აუცილებელია უმთავრესი უფლების - სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად

21-03-2020

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოში მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები იზღუდება,მაგრამ საგანგებო რეჟიმის დაწესება სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია.

"საქართველოს ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო აუცილებელი გადაწყვეტილება და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 1 თვით, 21 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართალია იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული გარკვეული უფლებები, მაგრამ ეს აუცილებელია უმთავრესი უფლების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად. სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ჩვენი მოქალაქეებს მხარდასაჭერად. ყველაფერი კარგად იქნება, ერთად ყველაფერს შევძლებთ! #დარჩისახლში"- განაცხადა ბოჟაძემ.