გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პრემიერი: მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, რომ ვიზრუნოთ ოჯახის წევრების, მშობლების და საზოგადოების ჯანმრთელობაზე

21-03-2020

ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ ეტაპზე ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები, - - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანონის გამკაცრების აუცილებლობა იქნება, მთავრობას უფრო მკაცრი ზომების მიღების საშუალება აქვს.

„რაც შეეხება გადაადგილების თავისუფლებას. ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. ამ ეტაპზე ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეების მობილურობას და მოვუწოდებთ მათ კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე, მოქალაქეების და რა თქმა უნდა ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე. თუ ამის აუცილებლობა დადგა ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალებაც გვაქვს და სატრანსპორტო საშუალებებიდან დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.