გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ირაკლი კობახიძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას

21-03-2020

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის"პირდაპირ ეთერში განაცხადა.


დეპუტატმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აჩერებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, თუმცა, მმართველ გუნდს ჰქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან.



"შევჯერდით უმოკლეს ვადებზე, რა ვადებშიც კონსტიტუციისა და რეგლამენტის დაცვით არის შესაძლებელი კონსტიტუციის გადასინჯვა. ეს არის, დაახლოებით, მაქსიმუმ, ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საბოლოო ჯამში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეაფერხებს საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას. საკმარისი დრო დარჩება მას შემდეგ, რაც ჩვენ სრულად მოვახერხებთ კორონავირუსის დამარცხებას საქართველოში. დრო გვაქვს საკმარისი ამისთვის, გვქონდა ამაზე კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და ვართ შეჯერებული შესაბამის გადაწყვეტაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​