გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: მხოლოდ სოლიდარობით შეგვიძლია ეს გამოწვევა დავამარცხოთ

21-03-2020

„გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. ის თავშეყრა, რომელიც სუპერმარკეტებშია, ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის.

"სოციალური დისტანცირება და იზოლაცია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც არ უნდა მკაცრი პირობებით განისაზღვროს საგანგებო მდგომარეობა, სურსათის მიწოდება ქვეყანაში არ შეიზღუდება, ეს მინდა განსაკუთრებულად ხაზგასმით აღვნიშნო.

დღეს მარაგებზე ფიქრი და მარაგების კეთება სრულად უსაფუძვლოა. სურსათის მიმწოდებელი ობიექტები, სუპერმარკეტები, მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, მათთვის საათობრივი შეზღუდვები არ წესდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.