გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

22-03-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით დაავადებულთა გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გაიზარდა.

როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, უკვე პირველი სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა, მისივე დაზუსტებით, ამ შემთხვევაში ნუმერაცია უბრალოდ დამთხვევაა და ის შესაძლოა დაირღვეს, ანუ პაციენტების გამოჯანმრთელების ვადები შესაძლოა სხვადასხვა იყოს.

"როგორც ვიცით ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გვყავდა. განმეორებითი კვლევები კიდევ ორ პაციენტს ჩაუტარდა და ორივეზე პასუხი იყო უარყოფითი. ამ ორი პაციენტიდან ერთი სახლში უკვე გაეწერა, ერთს კი სავარაუდოდ დღეს გავწერთ. ანუ დღეს, შეიძლება ითქვას, რომ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს"-განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.