გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან კაკავა: მოვუწოდებ მეწარმეებს, რომლებიც ტურისტულ სექტორში მოღვაწეობენ, ისარგებლონ მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით

22-03-2020

მინდა, მოვუწოდო იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში და ვისაც მოუწია საქმიანობის შეჩერება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით,- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის დასახელებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს სპეციალური ფორმით უნდა მიმართონ.

„ამისთვის აუცილებელია, მათ შემოსავლების სამსახურს მიმართონ სპეციალური ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები,“- აღნიშნა ლევან კაკავამ.