გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

აჭარაში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა მოხალისეთა რეგისტრაცია და გადამზადება დაიწყო

22-03-2020

ახლაგაზრდობის რეგიონული ცენტრი ეხმაურება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას, რომელიც მაღალ რისკ ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა პენსიონერების, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე, სარეცელს მიჯაჭვული პირებისთვის სასურსათე კალათის და პირველადი მედიკამენტების მიწოდებას გულისხმობს.

ახალგაზრობის რეგიონულმა ცენტრმა მოხალისეების რეგისტრაცია და გადამზადება დაიწყო.

ცენტრი, წითელ ჯვართან ერთად, სრულად ჩაერთვება მოხალისეების მობიზილებისა და დისტანციურად გადამზადების, ასევე აღჭურვის პროცესში.

მოხალისეობის მსურველებს რეგისტრაცია ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად შეუძლიათ.

მოხალისეთა რეგისტრაციის ლინკი: https://forms.gle/42HSGudDj2nfLf7w6