გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მცხეთაში მოსახლეობას მიწის თაღლითურად დაუფლებისა და დოკუმენტების გაყალბების თავიდან აცილების გზები გააცნეს

9-02-2018

მცხეთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, სამართლებრივ საკითხებზე ქ. მცხეთის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ არჩილ ბედუკაძემ საჯარო რეესტრის წარმომადგენელთან და ნოტარიუსთან ერთად მოსახლეობას ისეთი სახისდანაშაულზე მიაწოდა ინფორმაცია, როგორიცაა მიწის თაღლითურად დაუფლება და დოკუმენტების გაყალბება. 

შეხვედრაზე აღნიშნული დანაშაულის თავიდან აცილების გზების შესახებ ისაუბრეს და იმ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გაამახვილესყურადღება,  რომელიც  ამ სახის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში დგება.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი სამართლებრივიცნობიერების ამაღლებას,  დანაშაულის პრევენციას და საქართველოს პროკურატურის მიმართ ნდობის გაღრმავებას.